კურკუმა

კურკუმას (ყვითელი კოჭა) სამშობლოდ ინდოეთი ითვლება. ის იზრდება 1 მეტრზე დაბალი სიმაღლის და არის მრავალწლიანი მცენარე. მას აქვს ნარინჯისფერი ფესვები. სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეგ ხარშავენ და ახმობენ. გამხმარ ფესვებს ფქვავენ,ისინი კულინარიაში სანელებლად გამოიყენება. ფართოდ მოიხმარენ მას აზიურ, განსაკუთრებით კი ინდურ სამზარეულოში.

კურკუმა ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია, რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება.
კურკუმა არის ტრადიციული ინდური კერძის “კარის” კომპონენტია, ასევე ძალიან უხდება ფლავს.

კურკუმის მოხმარებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გააფუჭოს თქვენს მიერ მომზადებული კერძი.

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ჯანჯაფილი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი