კლასიკური ლაზანიე

გემრიელი ლაზანიეს რეცეპტი.!

შემადგენლობა:

მომზადება:

ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხარშეთ ლაზანიეს ფოთლები

5 წუთის მანძილზე, შემდეგ ჩაუშვით ცივ წყალში და დატოვეთ.

გულის გასაკეთებლად:

ტაფაზე გაადნეთ 30 გრ კარაქი და მოშუშეთ ფარში. გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გახეხეთ სტაფილო,

წვრიად დაჭერით ხახვი და ნიახური, ნიორი დაჭყლიტეთ. დაამატეთ ხორცს ბოსტნეულთან ერთად,

დააცადეთ შეიბრაწოს და დაუმატეთ ღვინო.  შეაზავეთ მარილით და პილპილით. დაუმატეთ

ტომატ-პასტა.

ბეშამელის სოუსის მოსამზადებლად:

ქვაბში გაადნეთ 50 გრ ცხიმი, დაუმატეთ ფქვილი, თან ურიეთ, სანამ მოიშუშება და გამუქდება.

დაუმატეთ ბულიონი და არაჟანი. სოუსი ათქვიფეთ, რომ კოშტები არ ჰქონდეს და მიიყვანეთ

ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი, დაუმატეთ მუსკატის კაკალი და პარმეზანი.

გააცხელეთ ღუმელი 2250 გრადუსამდე, წაუსვით ცხიმი, ჩააწყვეთ მაკარონი, შემდეგ გული და მოასხით

ბეშამელის სოუსი. თავზე მოაყარეთ ყველი და დაადეთ რამდენიმე პატარა ნაჭერი კარაქი. აცხვეთ

ლაზანიე ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ღვეზელის ცომი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი