კექსი მარტივად

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი კექსის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  • 250 გრ შაქარი
  • 250 გრ კარაქი
  • 250 გრ ფქვილი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ვანილი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი გათეთრებამდე. მიღებულ ფუმფულა მასას დაამატეთ ფქვილი და სოდა. კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში და 10 წუთი დაასვენეთ. შემდეგ ცივ წყალში დასველებული ჩხირით ზედაპირზე 2 სმ სიღრმის ჭრილი გაუკეთეთ
გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ცხობის ბოლოს შეამოწმეთ ჩხირით: თუ მშრალი ამოვა  – კექსი მზადაა.

კექსი მარტივად
4.52 (90.4%) 25 votes



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს ნამცხვარი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი