კარტოფილი მჟავე კომბოსტოთი

მასალა:

მომზადება:

ღუმელი გავახუროთ 150 ℃–მდე. მჟავე კობოსტო დავყაროთ საწურზე რომ დაიწუროს. არ გარეცხოთ. დავჭრათ კარტოფილი რაც შეიძლება თხლად. ტიმიანის რტოს მოვაცალოთ ფოთლები, ღერო გადავაგდოთ. პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ ნაღები, დავამატოთ: ნიორი, მარილი, ტიმიანი და ჯავზი. თვალყური ვადევნოთ, რომ არ გადადუღდეს. გაცხელებული ნაღები გადმოვდგათ ცეცხლიდან. საშუალო ზომის საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი. დავალაგოთ ერთი ფენა კარტოფილი, შემდეგ დავამატოთ ½ კომბოსტოს მწნილი, ზემოდან კიდე დავალაგოთ კარტოფილი, შემდეგ ისევ ჟავე დაზემოდან კარტოფილი. ბოლოს მოვასხათ ნაღებისგან მომზადებული სოუსი. შევდგათ ღუმელში 45 წთ–ი  ან სანამ კარტოფილი არ დარბილდება. როდესაც კარტოფილი დარბილდება გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ 15 წთ–ით. მიირთვით შემწვარ ან მოთუშულ ხორცთან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათამი აჭარულად



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი