კარამელის ნამცხვარი

შემადგენლობა:

მომზადება: 

კარამელი ნაღებთან ერთად გაადნეთ და თან ურიეთ. დადგით გასაგრილებლად. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა 1 მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კარამელიანი ნაღები.  მიღებულ მასას  დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი და შეურიეთ ათქვეფილი ცილა.ცომი ჩაასხით ფორმაში, შუაში სიგრძეზე ოდნავ ჩაჭერით, რომ ნამცხვარი თანაბრად ამოვიეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 45 წთ. სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან, ფორმაშივე გააგრილეთ, ცხაურზე გადმოაბრუნეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კარამელის ნამცხვარი
3 (60%) 2 votes





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი