თეთრად დამწნილებული კომბოსტო

მომზადება:

მთელი თავი კომბოსტოები დავჭრათ ოთხ-ოთხად, ამოვავლოთ მდუღარეში, კარგად გავაცივოთ და შემდეგ ჩავაწყოთ დიდ ქილებში ან კასრში. ცივ წყალში გავხსნათ  მარილი შემდეგი პროპორციით: 10 კილო გრამ კომბოსტოზე 500-600 გრამი მარილი. რამდენიმე ცალი წითელი პილპილი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, ცერეცო და მუხის ან ალუბლის ფოთოლი მოვხარშოთ და დავასხათ კასრში თუ ქილაში მჭიდროდ ჩაწყობილ კომბოსტოს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს ცხარე სალათა სტაფილოს ცხარე სალათა