გუაკამოლე

შემადგენლობა:

მომზადება:

სერანოს გამოაცალეთ თესლი, გაფრცქვენით ორი კბილი ნიორი, გაყავით ორ ნაწილად და წიწაკასთან ერთად დანაყეთ. დანაყილ მასას დაუმატეთ დაახლოებით 2 სადილის კოვზი წყალი და 10 წუთი გააჩერეთ. მწიფე პამიდორს გააცალეთ კანი, მონი აშორეთ თესლი და წვრილ კუბიკებად დაჭერით. გაფრცქვენით 1/2 ხახვი და ძალიან წვრილად დაჭერით. გაფრცქვენით ავოკადო და გამოაცალეთ კურკა. რბილობი ჩანგლით ან კარტოფილის საჭყლეტით დასრისეთ. დანაყილი წიწაკისა და ნივრის მასა წვრილ საწურში გაწურეთ. 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ ოკადოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბებად დაჭრილი პამიდორი. ლიმონი გამოწურეთ და წვენი ავოკადოს დანარჩენ მასას დაუმატეთ. საწებელს მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და ასევე ნივრისა და წიწაკის გაწურული წვენიე . გასინჯეთ და თქვენი სურვილისამებრ შეაზავეთ მარილით, ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და კარგად მოურიეთ.

სუფრასთან მიტანის წინ გუაკამოლე გადატანეთ თიხის ჭურჭელში და გვერდით შემწვარი სამკუთხა ფორმის ტორტილები შემოუწყვეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მწვანე აჯიკა



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი