გოზინაყი მიწისთხილით

შემადგენლობა:

მომზადება:

მიწისთხილი მოვხალოთ გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილად. თაფლი ჩავასხათ თუჯის ან ალუმინის ქვაბში, დავადგათ გაზქურაზე დაბალ ტემპერატურაზე და წამოვადუღოთ. თაფლის მასა ხის კოვზით ვურიოთ, როცა წამოდუღდება და აქაფდება ცეცხლიდან გადმოვდგათ, შევაგრილოთ და ისევ გაზქურაზე დავდგათ. ესე გავიმეოროთ 2–3–ჯერ რომ თაფლი კარგად შესქელდეს, დავამატოთ შაქარი, ცოტახანში დავამატოთ დაჭრილი მიწისთხილი და გამუდმებით ვურიოთ. 4–5 წუთის შემდეგ როცა მიწისთხილს ფერი შეეცვლება ქვაბი გადმოვდგათ გაზქურიდან. მომზადებული მასა მაშინვე გადავიტანოთ ხის სველ დაფაზე, ცომის გასაბრტყელებელი დავასველოთ და გავაბრტყელოთ მასა ან ხელით გადავანაწილოთ დაფაზე, გვერდები შევუსწოროთ და სველი დანით ცხელივე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. გოზინაყის ნაჭრები დავაწყოთ თეფშზე და მივიტანოთ სუფრაზე.

გოზინაყი მიწისთხილით
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

მაფინები გოგრით ( ვიდეო)