გამომცხვარი ხორცი პიურეთი

მომზადება:

მოხარშეთ 2 კგ კარტოფილი, გაფცქვენით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ მარილი. მოხაშეთ

1 კგ რბილი ხორცი, რომ გაცივდება გაატარეთ ხორცსაკეპში, მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. მოშუშეთ 1/2

კგ ხახვი და შეურიეთ ხორცს. დაუმატეთ მაგრად მოხარშული წვრილად დაჭრილი 2ც კვერცხი, 1ჩ.კ პილპილი,

ქინძი, მარილი გემოვნებით. ცხელ ცხიმიან საცხობ ფორმას მოაყარეთ საფანელი, დადეთ კარტოფილის პიურეს

ნახევარი და გააბრტყელეთ, ზედ დაადეთ მომზადებული ფარში, ზემოდ კი დარჩენილი პიურე.

თავზე მოასხით ათქვეფილი, მარილმოყრილი 3 ც კვერცხი. შედგით ღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი ყველი