გამომცხვარი მაკარონი სტაფილოთი

შემადგენლობა:

მომზადება:

მაკარონი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. სტაფილო სიფრიფანა ნაჭრებად დავჭრათ ან სპეციალურ სახეხზე გავხეხოთ და დაჭრილ ხახვთან ერტდ კარაქში მოვშუშოთ, სანამ დარბილდება ( ფერი არ უდნა დაკარგოს).

მწვანე ლობიოს გაყინულს თუ გამოვიყენებთ, მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით ვხარშოთ და გადავწუროთ , დაკონსერვებული პირდაპირ შეგვიძლია ვიხმაროთ. კვერცხი ავთქვფიოთ, დავუმატოთ ხაჭო, არაჟანი, მარილი, პილპილი, თავშავა და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. მაკარონი და სტაფილო ორად გავყოთ. ფორმას წავუსვათ კარაქი, შიგ ფენა-ფენა მოვათავსოთ მაკარონი, მწვანე ლობიო და მოშუშული სტაფილო ისე, რომ მწვანე ლობიო შუაში მოექცეს, ზემოდან კვლავ მაკარონი მოვაყაროთ და კვერცხისა და ხაჭოს მასა მოვასხათ.

შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ხორცის რულეტი