ბრინჯი ხორცით და ტომატით

შემადგენლობა:

მომზადება:

ხორცი  პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ, როდესაც ადუღდება, ხორცი ჩავყაროთ და ხშირად ვურიოთ. ( თავსახურის დაფარება არ უნდა ). როცა უკვე დაწითლდებას დაიწყებს, ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შიგადაშიგ მოვურიოთ. შემდეგ ტომატი წყალში გავხსნათ და მარილითა და პილპილით შევაზავოთ. ხახვი რომ მოიშუშება, გრძლად დაჭრილი სტაფილო, ქინძი და ბრინჯი ჩავყაროთ. ფრთხილად დავასხათ ტომატიანი წყალი და ცეცხლზე დავტოვოთ. ცოტა ზეთიც დავამატოთ. ქვაბს თავზე დახურვა და მორევა არ უნდა. როცა ბრინჯი შუაში ამოიბურცება, ქვაბის სახურავს შემოვახვევთ და თავზე დავახურებთ ბრინჯის მოხარშვამდე. გამზადებულ ფლავს დიდ თეფშზე ქვაბიანად წამოვაყირავებთ. ხორცი, სტაფილო და ქინძი ფლავის თავზე აღმოჩნდება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გულიაში ქათმის ხორცით