ბანანის დიეტა

ამ დიეტით 3 დღეში 3 კილოგრამის დაკლება შეიძლება. სანამ ბანანის დიეტას შეუდგებით, გულმოდგინეთ უნდა

მოემზადოთ. მოსამზადებელ დღეს აკრძალულია ნებისმიერი მარილიანი კერძის მიღება, ასვე შემწვარის ან

ცხიმიანის. ასევე არ არის რეკომენდებული შებოლილი ან ტკბილეული. ბანანის დიეტის განმავლობაში უნდა

მივირთვათ მხოლოდ ბანანი. იმისთვის, რომ ბანანის დიეტა შედეგიანი იყოს, გულმოდგინედ აირჩიეთ ბაზარში

ხილი, კატეგორიულად აკრძალულიია დაუმწიფებელი ბანანის მირთმევა- მათში ორგანიზმის მიერ ცუდად

ათვისებადი ნივთიერებებია. თუ ვერ მოახერხეთ მწიფე ხილის ყიდვა, მაშინ მომწვანო ბანანები საკვებ ქაღალდში

გაახვიეთ და ბნელ ადგილას მოათავსეთ.

ბანანი კარგად გაასუფთავეთ კანთან ერთად, ყველა თეთრი ძაფი უნდა მოაცილოთ. საკვებად ვარგისია მხოლოდ

ბანანის რბილობი.

ბანანის დიეტის ორი სახეობა არსებობს-ბანანის მკაცრი დიეტის ხანგრძლივობა 3 დღეა, მეორე,ნაკლებად

მკაცრი დიეტა კი 7 დღე გრძელდება.

ბანანის სამდღიანი დიეტა

ბანანის დიეტის ერთი დღის განმავლობაში უნდა მივირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო

რძე. დაშვებულია კვების მმიღების დაყოფა რამდენიმე ჯერზე, როგორც მოსახერხებელი იქნება. თუ რძე არ

გიყვართ, შეგიძლიათ კეფირით შეცვალოთ (1%-ით). ერთი ბანანი დაჭყლინტეთ და კეფირში აურიეთ –

ერთი კვება შეიძლება იყოს ასეთიც.

 

შვიდდღიანი ბანანის დიეტა

ეს ვარიანი მეტად მარტივია, მაგრამ ნაკლებპროდუქტიული. დღე-ღამეში შეგიძლიათ მიირთვათ დაახლოებით

კილო-ნახევარი გასუფთავებული ბანანი. მათი მიღება შეგიძლიათ მაშინ, როცა მოგესურვებათ. წყურვილის

მოკვლა შეიძლება მწვანე ჩაით ან შემთბარი ანადუღარი წყლით-მათი რაოდენობა შეუზღუდავია. ამ საშუალებით

დღე-ღამეში ერთ ზედმეტ კილოგრამსაც დაიკელბთ. თუ დაგჭირდებათ თავშეკავება, შეგიძლიათ ერთი სუფრის

კოვზი ნებისმიერი უცხიმო ფაფა მიირთვათ და ერთი თხელი ნაჭერი მოხარშული ხორცი. ასევე სამი ყლუპი ყავა.

მაგრამ სასურველია ასე არ მოიქცეთ-გახსოვდეთ, თქვენ დიეტაზე ხართ, თუ მკვეთრად გრძნობთ შიმშილს და

კუჭი ცარიელი გაქვთ-მეტი ბანანი მიირთვით.

 

ღირსებები 

ბანანების შემადგენლობაში ვიტამინების ბალანსირებული კომპლექსია. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით

სასარგებლო ვიტამინებს- E-სა დაC-ს.ბანანი მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ.

ამ დიეტის დროს პირველ რიგში ნაწლავები სუფთავდება. არის კიდევ სხვა პლუსები. ორგანიზმში ნივთიერებათა

ცვლის ნორმალიზება. თუ დიეტის დაცვის შემდეგ მაშინვე არ გადახვალთ მძიმე და მავნე საკვებზე, დიეტის

შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ.

ასევე აუმჯობესებს ბანანი კანის მდგომარეობას. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრირების დროს.

 

ნაკლოვანებები

ეს დიეტა აკრძალულია ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ არ

გიყვართ ბანანი. თუ ბანანი მეტ-ნაკლებად გიყვართ, დიეტის მერე საერთოდ შგძულდებათ.  ხოლო თუ  არ

გაქვთ სანაღვლე გზების, ნაღველისა და თირკმლების დაავადება, კუჭის წყლული და არ გაქვთ ძლიერი

გაცხიმოვნება, შეგიძლიათ თამამად შეუდეთ ამ დიეტის დაცვას.

ბანანის დიეტა
3.83 (76.67%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

ჯანჯაფილი



ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. დანი says:

    7 დღე მარტო ბანანი ვჭამო? -_-

დატოვეთ კომენტარი