ბადრიჯანი პამიდორით

საზაფხულო კერძის რეცეპტი! 

მომზადება:

1 კგ მოკლე და სქელი ბადრიჯანი დასერეთ რამდენიმე ადგილზე. ჩააყარეთ მარილი, 2 სთ-ის შემდეგ

გაავლეთ წყალი, გაწურეთ და შეწვით კარაქში შერბილებამდე.

დაჭერით წვრილად 2 ც ხახვი,3 კბილი ნიორი, 2 ც გაფცქვნილი პამიდორი, წიწაკა, რეჰანი,ნიახური.

დაუმატეთ დანაყილი 60 გრ ნიოგიზი, მარილი და აურიეთ კარგად.

ამ მასით ამოტენეთ ბადრიჯანი. ჩააწყვეთ ქვაბში. ფარში თუ მორჩება დააყარეთ თავზე, დაუმატეთ გაფცქვნილი

და წვრილად დაჭრილი პამიდორი. ხარშეთ თავდახურულ ქვაბში, ნელ ცეცხლზე. რომ გამორთავთ

მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

ბადრიჯანი პამიდორით
3.33 (66.67%) 3 votes





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი