აფხაზურა

მოამზადეთ აფხაზურა სუპერ რეცეპტით ! 

შემადგენლობა:

მომზადება:

ხორცის ფარშს შეურიეთ ნიორი, ქინძი, კამა, წიწაკა, მარილი, ხმელი ქონდარი და ბროწეული. ქინძი, ოხრახუში და კამა წვრილად, ხახვი – მსხვილად, წიწაკა კი – თხელ რგოლებად დაჭერით. შეამოწმეთ, რომ ბადექონი გახეული არ იყოს. ბადექონი გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე და ზედ ფარში მოათავსეთ. ფრთხილად გადაუკეცეთ გვერდები და ფარში შეახვიეთ. აფხაზურა მჭიდროდ უნდა იყოს შეხვეული. გამზადებული აფხაზურა მოათავსეთ კეცზე. აფხაზურა შეგიძლიათ შეწვათ როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზეც. კეცი 20-25 წუთით შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. აფხაზურა კარგად უნდა დაიბრაწოს. შემწვარი აფხაზურა გამოიღეთ ღუმლიდან და დაჭრილი ხახვი, მწვანილი და წიწაკა მოაყარეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ლობიანი (ბაჭული)